პრეზიდენტთან მიმდინარე უშიშროების საბჭოს სხდომა დასრულდა. დღევანდელი სხდომაზე, საქართველოში ტერორიზმის საფრთხესა და ზოგადად ისლამური სახელმწიფოსგან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრეს.
უშიშროების საბჭოს სხდომა დახურულ რეჟიმში 4 საათს გაგრძელდა და მას მუდმივმოქმედი წევრებიდან დღეს 3 არ დაესწრო.
სხდომას არ დასწრებია პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.