გაათავისუფლებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი პუტინის ტყვეობაში მყოფ სააკაშვილს – ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ჟურნალისტებთან ამბობს, რომ საქართველოს ამჟამინდელ პრეზიდენტთან კომუნიკაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სააკაშვილის შეწყალებაა.
ბოკუჩავა ირწმუნება, ოპოზიციონერი პარტიების კოალიცია და მათი ფორმალური კონსოლიდაცია არ არის საჭირო ქართველი ოლიგარქის რუსული მმართველობის დასამარცხებლად.
არ არის აუცილებელი ფორმალური და ხელოვნური გაერთიანება ერთი ბლოკის ქვეშ ან კოალიციაში. მნიშვნელოვანია საერთო ოპოზიციური ძალისხმევა ივანიშვილის ხელისუფლების შესაცვლელად. ეს გვესმის ყველას და ამაზე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც ძალიან ღიად ისაუბრა – ვფიქრობ, ყველაზე ღიად და მკაფიოდ მის ყველა სხვა გამოსვლასთან შედარებით, როდესაც მან თქვა, რომ ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა უნდა ჩანაცვლდეს ევროპული და სავარაუდოდ, კოალიციური მმართველობის მოდელით და ამას მოელის ევროკავშირი. ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი განაცხადია“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.