,, პრეზიდენტს სთავაზობენ წინადადებას, კონსულტაციაზე კი არ მიდიან, გამოდის, რომ ეს ისეთივე ბლეფია, როგორც საკონსტიტუციო ცვლილებები”

პრეზიდენტს სთავაზობენ რაღაც წინადადებას, მეორე მხრივ კი არ მიდიან კონსულტაციაზე, გამოდის, რომ ეს ისეთივე ბლეფია, როგორც საკონსტიტუციო ცვლილებები, – ამის შესახებ პრეზიდენტის მიერ კონსულტაციების გამართვის შეთავაზებაზე მმართველი გუნდის შესაძლო უარის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

თავად ”ნაციონალური მოძრაობა” ხვალინდელ კონსულტაციებში მონაწილეობას მიიღებს.

”პრეზიდენტს სთავაზობენ რაღაც წინადადებას, მეორე მხრივ კი არ მიდიან კონსულტაციაზე. გამოდის, რომ ეს ისეთივე ბლეფია, როგორც საკონსტიტუციო ცვლილებები. ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას კონსულტაციებში. ისინი აიძულებენ პრეზიდენტს, რომ მხოლოდ ორ საკითხზე გამოიყენოს ვეტო, თუმცა თუ პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებს გამოთქვამს ყველა იმ საკითხზე რაც მიაჩნია სწორად, მმართველ უმრავლესობას შეუძლია გაითვალისწინოს ის, რაზეც თვითონ თანახმაა. აქედან გამომდინარე, რატომ უზღუდავს მმართველი გუნდი პრეზიდენტს მოტივირებული შენიშვნების ჩამონათვალს? ეს არის კვლავ იმის მცდელობა, რომ თავი გაიმართლონ, თითქოს პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა უმრავლესობის შეთავაზება. ეს არის ხრიკები და მცდელობა, რომ უვარგისი კონსტიტუციის მიღება სხვას გადააბრალონ”, – განაცხადა გოცირიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მმართველ გუნდს და ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩართული იყო საკონსტიტუციო პროცესში, კონსულტაციებს სთავაზობს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მიშველაძის თქმით, კონსულტაციები ხვალ, 16:00 საათზე გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიცესკომ და ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე – საქართველო-გერმანიას შორის პოლიტიკური დიალოგი ძალიან მაღალ დონეზე, აქტიურად ვითარდება