პრეზიდენტს შესაძლოა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების წარდგენის უფლება ჩამოერთვას

მოძრაობა ”ევროპული საქართველოს” წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, იგეგმება პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებების შეკვეცა და საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე წარდგენილია ცვლილებები, რომელიც ხელისუფლებას დაეხმარება მეტი გავლენა მოიპოვოს სასამართლოზე.

”ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები არის წარმოდგენილი სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებაში. იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა-შეკვეცა. შესაძლებელია პრეზიდენტს ჩამოერთვას პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების წარდგენის უფლებამოსილება და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს წარადგენს იუსტიციის საბჭო, რაც მიუღებელია, ერთი მხრივ, პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებების შეკვეცის კუთხით და მეორე მხრივ, ნათელია, რომ ეს კვლავ იქნება ”ქართული ოცნების” მხრიდან სასამართლოზე პოლიტიკური გავლენის მოპოვების გაზრდის შესაძლებლობა. სავალდებულო იქნება მოსამართლის სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნა. იმის ნაცვლად, რომ მივდიოდეთ გამოსაცდელი ვადის გაუქმების მიმართულებით, თავისთავად ცხადია, რომ ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ხელისუფლებას სურს მოიპოვოს ძლიერი პოლიტიკური კონტროლი სასამართლოზე”, – აღნიშნა ირაკლი აბესაძემ. – განაცხადა ირაკლი აბესაძემ საკონსტიტუციო კომისიის სხდომის დაწყებამდე.

პარლამენტში საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი გარდამავალი დებულებების საკითხზე სამუშაო ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმეუფე პეტრე პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს
შემდეგი სტატიაციანიდი მამა გიორგის თავის ჩანთაში, თავის ხელით არ ჩაუდია – ადვოკატი