პრეზიდენტს შესაძლოა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული კომპეტენციები ჩამოერთვას

პრეზიდენტს შესაძლოა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული კომპეტენციები ჩამოერთვას. ამის შესახებ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ კომისიის ორი სამუშაო ჯგუფის გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც კომისიის წევრებს კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებზე “ქართული ოცნების“ ხედვები და წინადადებები გააცნო.

“არსებითად უცვლელი რჩება სასამართლოს თავისი პრინციპული ნაწილი, თუმცა შემოთავაზებულია გარკვეული ცვლილებები, რომელმაც შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში საერთო სასამართლოების დამოუკიდებლობის ხარისხი კიდევ უფრო აამაღლოს. გვინდა, შემოთავაზებული ცვლილებები გრძელვადიან პერსპექტრივაში დაინახოთ. დავაკონკრეტებ, რომ საუბარია გარკვეული კომპეტენციების გადატანაზე პრეზიდენტის ინტიტუტიდან იმ ორგანოებზე, რომლებიც სასამართლოს თვითრეგულაციას და თვითმმართველობას ეფუძნება. ამის თაობაზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არსებობდა. თუკი ჩვენ ამ ცვლილების ეფექტს გრძელვადიან პერსპექტივაში დავინახავთ, დავრწმუნდებით, რომ ეს ყველაფერი სასამართლოს დამოუდებლობის კიდევ უფრო გამყარებას ეფუძნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიუშიშროების საბჭოს სახელი შეეცვლება და საომარი მდგომარეობის დროს იმოქმედებს
შემდეგი სტატიაქართული მხარე ცხინვალს განაღმვითი სამუშაოების ჩატარებას სთავაზობს