პრეზიდენტს შეეშინდა… კონსესუსის მიღწევა შეუძლებელი იყო – კობახიძე

„პრეზიდენტთან დაკავშირებით საერთოდ არ მინდა მე საუბარი,“ – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ის აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში საერთოდ არ მონაწილეობდა და ახლა არასერიოზულ გადაწყვეტილებას იღებს. ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის დღეს გაკეთებულ განცხადებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ კონსესუსის მიღწევა შეუძლებელი იყო, რადგან პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, “პრეზიდენტს შეეშინდა”.

„4 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა კომისიის მუშაობაში, რომელ კონსესუსზე გველაპარაკება? ყოველგვარი საფუძვლის გარეშე იღებს აბსოლუტურად არასერიოზულ გადაწყვეტილებას ადამიანი, რომელიც ატარებს პრეზიდენტის სტატუსს და მისი 3 წარმომადგენელი 4 თვის განმავლობაში არ მონაწილეობს კომისიის მონაწილეობაში, რომელ დროზეა საუბარი, რომელ კონსესუსზეა საუბარი. ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული განცხადება,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რიგგარეშე სხდომის დანიშვნას კანონის დარღვევად არ აფასებს. მან აღნიშნა, რომ თუ 48 საათის განმავლობაში პრეზიდენტი სხდომას არ მოიწვევს, თავად პარლამენტს შეუძლია გადაწყვეტილების მიღება.

„არჩევანის“ ეთერში ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტს ახალი კონსტიტუციის განხილვა საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწვდის მიზნით შესთავაზა.

მან აღნიშნა, რომ არსებული კონსტიტუცია ავტოკრატიის ჩამოყალიბების შესაძლებლობას ქმნის, ახალი დოკუმენტი კი გრძელვადიან პერსპექტივაში ამას გამორიცხავს.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 2010 წელს მიღებული კონსტიტუცია კონკრეტული პირების ინტერესებს ემსახურებოდა და ავტოკრატიის საფრთხეს წარმოშობდა. მან ასევე განმარტა, რომ ამჟამინდელი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის, დამსახურებაა, რომ ქვეყანაში ავტოკრატიის საფრთხე არ იგრძნობა.

„რა იყო მიზანი 2010 წლის ცვლილებების? მიზანი იყო მარტივად ის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს შეენარჩუნებინა თავისი ჭარბი ძალაუფლება უკვე პრემიერის რანგში… გამომდინარე იქიდან, რომ გიორგი კვირიკაშვილი რა ბუნების არის, ვიცით, ანუ როგორია მისი პოლიტიკური ბუნება. ის არ არის მიდრეკილი არცერთი გრამით ავტოკრატიისკენ, აქედან გამომდინარე, პრაქტიკაში, ბუნებრივია, არ წარმოიშვება ის პრობლემები, რაც თეორიულად შეიძლება, წარმოიშვას გრძელვადიან პერსპექტივაში,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში რიგგარეშე სხდომა ხვალ, 13:00 საათზე გამართება
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი ტყუის როდესაც ამბობს, რომ უშიშროების საბჭო არის ქმედითი – ირაკლი კობახიძე