„პრეზიდენტს ქვეყნის მართვის არავითარი ბერკეტი არ აქვს და რა ანგარიში უნდა წარმოადგინოს? – ირაკლი სესიაშვილი

საქმე გვაქვს პიროვნულ უთანხმოებასთან და არა პარტიებს შორის დაპირისპირებასთან

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვლი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე 7 აპრილს წარსდგება. პრეზიდენტი დეპუტატებსა და მთავრობის წევრებს წლის ანგარიშს ჩააბარებს. აღნიშნულთან მიმართებით ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტს ქვეყნის მართვის არავითარი ბერკეტი არ გააჩნია, შესაბამისად იგი არა ანგარიშს, არამედ საკუთარ შეხედულებებს წარმოადგენს:

„პრეზიდენტმა რა ანგარიში უნდა წარმოადგინოს? მის საქმიანობას, ფუნქციებს არანაირი ქვეყნის მართვის ბერკეტები არ გააჩნია და რისი ანგარიში უნდა წარმოადგინოს? ალბათ უფრო მისი შეხედულებების წარმოდგენა იქნება მისი მხრიდან, მოვისმენთ, თუ გამიჩნდა შეკითხვები, რა თქმა უნდა დავსვამ კიდეც“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ პოლანსკის აპელაცია გაუპატიურების საქმეზე არ მიიღო
შემდეგი სტატია“ხალხს ნუ აბოლებთ, რომ რუსთავი 2-ის დირექტორი მე ვხდები” – ნანუკა ჟორჟოლიანი