პრეზიდენტს პარლამენტის კარებს ვერ დაუკეტავენ – მსხილაძე

“ჩვენ აქ ამოვედით მათ საფლავზე, პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას და ჩვენც ჩავალთ პარლამენტთან და ჩვენს წვლილს შევიტანთ ამ ღონისძიებაში. პარლამენტში არ შევდივართ, პრეზიდენტს საკანონმდებლო ორგანოს კარებს ვერ დაუკეტავენ,” – ამ განცხადებას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი “პირველებთან” აკეთებს და პარლამენტის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

გიორგი მსხილაძის თქმით, იუნკერთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პარლამენტს პრეზიდენტი უნდა მიეწვია, თუმცა არ დაპატიჟეს. თუმცა, ეს მოცემულობა მსხილაძის თქმით, პრეზიდენტის გეგმებს ვერ ცვლის და კოჯორში იუნკერთა მემორიალთან პატივის მიგების შემდეგ ზურაბიშვილი პარლამენტთან გადაინაცვლებს და საკანონმდებლო ორგანოს გარეთ ფასადზე განთავსებულ იუნკერების მემორიალურ დაფასთან მიაგებს პატივს დაღუპულებს.

დღეს არის ის დღე, როცა ყველა ერთიანი უნდა იყოს – ხელისუფლების ყველა შტო და ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ ჩვენი გმირების ხსოვნას და თქვენ იცით, რომ პარლამენტში იმართება აღნიშნული ცერემონიალი, ჩვენ აქ ამოვედით მათ საფლავზე, პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას და ჩვენც ჩავალთ პარლამენტთან და ჩვენს წვლილს შევიტანთ ამ ღონისძიებაში. პარლამენტში არ შევდივართ – პრეზიდენტს საკანონმდებლო ორგანოს კარებს ვერ დაუკეტავენ, სანამ პრეზიდენტი იქნება, მას ყოველთვისა აქვს უფლება პარლამენტში შესვლის, აქ უბრალოდ ეტიკეტის საკითხია, როდესაც საჭირო იყო, რომ პრეზიდენტი მიწვეული ყოფილიყო აღნიშნულ ღონისძიებაზე,“ – ამბობს მსხილაძე.

იუნკერთა ხსოვნის მისაგებად გამართულ ცერემონიალზე პრეზიდენტი პარლამენტმა არ მიიწვია. ამ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

რატომ არ მიიწვია პარლამენტმა პრეზიდენტი იუნკერთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად – პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ღონისძიებაზე დაპატიჟების მიუხედავად, წინა წელს პრეზიდენტი არ მივიდა, შესაბამისად, წელს აღარ მიიწვიეს.

banner
წინა სტატიაშისპეცოპერაცია ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ – “პირველების” ინფორმაციით, დაკავებულთა შორის ათამდე ქალია
შემდეგი სტატიაჩვენ არაფერი გვაქვს მოსანანიებელი, აქეთ მოინანიონ – შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული