(video) პრეზიდენტს ოცნების საარჩევნო სიაში ქალთა დიდი რაოდენობა მოსწონს

პარტია ქართული ოცნების საარჩევნო სიაში გიორგი მარგველაშვილს ქალთა დიდი რაოდენობა მოსწონს.

პრეზიდენტი ამბობს, რომ მისთვის მისაღებია ქალთა როლის გაზრდა და ჩართულობა ქართულ პოლიტიკაში. აქვე იხსენებს, რომ ის 2015 წელს ცდილობდა კვოტირების სისტემის შემოღებას, თუმცა უშედეგოდ.

მარგველაშვილი თავს იკავებს ქართული ოცნების საარჩევნო სიაში არსებული პოლიტიკოსების პირადი შეფასებისგან და ამბობს, რომ ეს მისი საქმე არ არის.

“გენდერული ბალანსის გარდა, სხვაზე კომენტარს არ გავაკეთებ,” – აცხადებს პრეზიდენტი გიორგი გაბუნიასთან საუბრისას.

https://youtu.be/YuEwG-xAiKA

banner
წინა სტატიაშიევროკომისიამ უკრაინა რეფორმების გამო შეაქო და ოქტომბერში უვიზო რეჟიმი უწინასწარმეტყველა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი:კარი როდის გაიჯახუნეს, არ ვიცი