“პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მოსამართლეთა დანიშვნა უნდა ხდებოდეს გამჭვირვალედ, კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა”

საქართველოს პრეზიდენტის აზრით, სასამართლოს დამოუკიდებლობის ფუნდამენტი ინდივიდუალური მოსამართლეა, რომელიც, მიუხედავად გარე ფაქტორებისა, არ დაემორჩილება არანაირ ზეწოლას და მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას. ასეთი კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის კომენტირებისას.

როგორც მიშველაძემ აღნიშნა, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ როდესაც სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოებაში არსებობს გარკვეული უნდობლობა, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი უნდა წარიმართოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ, საზოგადოებისთვის ღიად და საჯაროდ.

„განსაკუთრებით საყურადღებოა, თუ როგორი პროცედურებით, კრიტერიუმებით მოხდა და მოხდება ახალი მოსამართლეების შერჩევა. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მოსამართლეთა დანიშვნა ან არდანიშვნა უნდა ხდებოდეს დასაბუთებულად, კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა”,- აღნიშნა ეკა მიშველაძემ.

banner
წინა სტატიაშიეკა მიშველაძე: მნიშვნელოვანია დროული და ადეკვატური რეაგირება ყველა დარღვევაზე
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი: შიშმა დამიპყრო, რომ ვერ გავამართლო თქვენი მოლოდინი