პრეზიდენტს კონულტაციებზე უარი მამუკა მდინარაძემ უთხრა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსულტაციებზე უარი ფრაქცია “ქართული ოცნების” ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემ უთხრა. ამის შესახებ მდინარაძემ თავად განაცხადა. რაც შეეხება მიზეზს, მდინარაძის განცხადებით, საჯარო მოხელის მიერ პოლიტიკური თანამდებობის პირებთან შეხვედრის ორგანიზება არ არის სწორი და სწორედ ამიტომ ეთქვა უარი პრეზიდენტის ადმინისტრაციას ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით კონსულტაციებზე.

„გუშინ გვიან ღამით შედგა კომუნიკაცია. მე მათ უარი ვუთხარი, რადგან ისინი არიან საჯარო მოხელეები და ყველაზე რბილად, რომ ვთქვათ, საჯარო მოხელის მიერ „დაორგანიზება“ პოლიტიკური თანამდებობის პირებთან შეხვედრის, არ არის სწორი. ეს არღვევს ხელისუფლების დანაწილების პრინციპებს და ეწინააღმდეგება მოქმედ რეგულაციებს. ჩვენ უნდა გამოვიდეთ საკანონმდებლო რეგულაციებიდან და შესაბამისი კეთილშობილური მიზნები გავახმოვანოთ შესაბამისი ნორმების საფუძველზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიჩხუბი პარლამენტში
შემდეგი სტატია“სოლიდარობა “რუსთავი 2”-ს – უზენაეს სასამართლოსთან “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს