“პრეზიდენტს ყოველ წელს ჰქონდა მზაობა საპარლამენტო გამოსვლა დებატების ფორმატში გამართულიყო” – ანა ნაცვლიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლის შესახებ გააკეტა კომენტარი და განაცხადა, რომ პრეზიდენტი ყოველ წელს ფართომასშტაბიანი დებატების მოხრე იყო და სურდა, რომ მის ყოველწლიურ მოხსენებას შესაბამისი ფორმატი ჰქონოდა.

„ჩვენ მივესალმებით დებატებს. ყოველ წელს გვქონდა მზაობა და ღიაობა იმისთვის, რომ ყოფილიყო პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატები. ბუნებრივია, წელსაც მხოლოდ მივესალმებით დებატებს ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაკაკი ზოიძე : ჩვენ NDI-ის კვლევა არ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს საზოგადოებრივი აზრი
შემდეგი სტატიაგაწევ-გამოწევა და დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოში – სხდომა ჩაიშალა