პრეზიდენტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

გიორგი მარგველაშვილს დღეს საქართველოში აზერბაიჯანის ახლადდანიშნულმა ელჩმა დურსუნ ჰასანოვმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.
სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ სახელმწიფოს მეთაურმა მეზობელი ქვეყნის წარმომადგენელთან შეხვედრა გამართა. ახლადდანიშნულმა ელჩმა გიორგი მარგველაშვილს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის პირადი მოკითხვა გადასცა.

შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობისა და ერთობლივად განხორციელებული პროექტების, მათ შორის სატრანსპორტო დერეფნის, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას. აღინიშნა ქვეყნებს შორის ტურიზმის სფეროში მზარდი დადებითი დინამიკაც.

მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გარემო განიხილეს. ახლადდანიშნულმა ელჩმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერა.

დურსუნ ჰასანოვმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩის რანგში, იგი ძალისხმევას არ დაიშურებს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და განმტკიცების საქმეში.

საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანელ დიპლომატს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

banner
წინა სტატიაშიასადი იმედოვნებს, რომ ასტანას მოლაპარაკების შემდეგ ამბოხებულები იარაღს დადებენ
შემდეგი სტატიაპრემიერი „გაზპრომზე“: ქვეყანაზე გული არავისზე ნაკლებად შეგვტკივა