პრეზიდენტს არგუმენტებით 100:0-ს ვუგებთ – ზარქუა

„პრეზიდენტს არგუმენტებით 100:0-ს ვუგებთ“, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებით განხილვას.

ირაკლი ზარქუა, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებს სტატუსთან დაკავშირებით მავნებლობას უწოდებს.

„პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო დეპოლარიზაციისა და კონსტიტუციის დაცვის გარანტი, მაგრამ სამწუხაროდ, მისი განცხადებები სტატუსთან დაკავშირებით არის მავნებლობა და მას დაემატა ის, რომ კონსტიტუციასაც არღვევს და პატივს არ სცემს. ეს არის სერიოზული საფუძველი, რომ მას უარი ვუთხრათ. 100:0-ს ვუგებთ პრეზიდენტს არგუმენტებით“, – აცხადებს ირაკლი ზარქუა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით რიგით მე-12 თბილისიმარათონი გაიმართა
შემდეგი სტატიაუკრაინისთვის შეიარაღების გადაცემა სანახევროდ სავსე საწყობებიდან დავიწყეთ, ეს მარაგი ახლა იწურება – ნატო-ს სამხედრო კომიტეტის მეთაური