პრეზიდენტს არავინ შეუშვებს მთავრობაში, მიუხურავენ ცხვირწინ კარს – რომან გოცირიძე

„პრეზიდენტის სურვილი, რომ მივიდეს მთავრობის სხდომაზე, არ არის სერიოზული, რადგან პრეზიდენტს არავინ შეუშვებს მთავრობაში, ცხვირწინ კარს მიუხურავენ.“- ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე გიორგი მარგველაშვილის იმ განცხადებას, სადაც მან მთავრობას სხდომის გამართვისკენ მოუწოდა.

ოპოზიციის წევრის თქმით, ქვეყანა „არაფორმალური კრიმინალური წესით“ იმართება. გოცირიძის აზრით, პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა უნდა მოიწვიოს.

„პრეზიდენტმა უნდა მოიწვიოს უშიშროების საბჭო, ვინაიდან ეს საკითხები უკვე ეხება ქვეყნის სტაბილურობას. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანაში არ არსებობს კონსტიტუცია, მოხდა ძალაუფლების მიტაცება, კონსტიტუციისა და კანონებს გარეთ მდგომი ადამიანების მიერ ქვეყანა იმართება არაფორმალური კრიმინალური წესით, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას საფრთხეს უქმნის,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიძალიან პოლიტიკური დღის წესრიგია – ეკა ბესელია აუდიოჩანაწერზე საუბრობს
შემდეგი სტატიათიბისი ბანკმა აბაშაში ფერმერებისათვის აგროფორუმი ჩაატარა