“პრეზიდენტს აქვს გარკვეული პოლიტიკური მიზნები”- მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი მიიჩნვს, რომ პრეზიდენტი პოლიტიკური მიზნებით მოქმედებს და ამას ემსახურებოდა იუსტიციის საბჭოში ანა დოლიძის მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ გიორგი მარგველაშვილს გარკვეული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ყველაფერს აკეთებს.

„მე ნამდვილად ვერ დავინახავდი საარჩევნო კამპანიურ მიზნებს ვთქვათ, იუსტიციის საბჭოსა და დოლიძის განცხადებებთან მიმართებაში, თუმცა კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ, რომ პრეზიდენტს აქვს გარკვეული პოლიტიკური მიზნები და აკეთებს ყველაფერს, რომ ამ პოლიტიკურ მიზანს შესაბამისი რეალიზება მოჰყვეს,“-განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს განცხადება გუგეშაშვილის მკვლელობაზე
შემდეგი სტატია“ბადაგონში” ფინანსური პოლიცია შევიდა