პრეზიდენტობის ერთი კანდიდატი დღეს მეტროში ჩავიდა, ტაში მეგობრებო-ბაქრაძე ზურაბიშვილზე

პრეზიდენტობის ერთი, ხელისუფლების კანდიდატი დღეს მეტროში ჩავიდა, ტაში მეგობრებო – მეტროში ჩასვლა ეგზოტიკა არაა, არჩევნების წინ თავგადასავალი არაა, რომ ხალხს დაანახო, აი მეტროში ჩავედიო, – ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

დავით ბაქრაძემ ამ კონტექსტში სალომე ზურაბიშვილზე ისაუბრა, რომელმაც ამომრჩევლებთან შეხვედრის დასრულების შემდგომ, მეტროთი მგზავრობა გადაწყვიტა.

დავით ბაქარაძის შეფასებით, მსგავსი ქმედებები ამომრჩევლის შურაცხყოფაა და აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსებს მოსახლეობა მხოლოდ წინასაარჩევნოდ არ უნდა ახსენდებოდეთ. მან ამომრჩეველსაც მოუწოდა, რომ დააკვირდნენ კანდიდატების წარსულს და არა იმას, თუ როგორ იქცევიან კამპანიის წარმოების პროცესში.

„ხმის მიღებისთვის მეტროში ჩასვლა შეურაცხყოფაა იმ ასობით ადამიანისთვის, ვინც მეტროთი დადის, ბაზრობაზე ვაჭრობს და ა.შ. ჩვენ ეს გავიარეთ, როცა უცებ, არჩევნების წინ ახსენდებათ ხალხი. ამიტომ ამ საპრეზიდენტო კამპანიაში მთავარი არ არის ვინ რას აკეთებს არჩვნებეის წინ, გადავხედოთ ვინ რას აკეთებდა, სად იდგა და როგორ მოვიდა ამ არჩევნებზე“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიგაუგებარია ,რატომ არ შეგვიშვეს საქართველოში-რუსი ჟურნალისტი მომხდარის შესახებ წერს
შემდეგი სტატიასაქართველოს მოქალაქის პასპორტი საერთაშორისო რეიტინგში ხუთი პოზიციით დაწინაურდა