პრეზიდენტმა ვიქტორ დოლიძე ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა ვიქტორ დოლიძე ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე დანიშნა
საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს, ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე, ვიქტორ დოლიძე დაინიშნა.

გიორგი მარგველაშვილმა ახლადდანიშნული ელჩი პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. შეხვედრისას გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და ჟენევაში მოქმედ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს დღის წესრიგი და პრიორიტეტები განიხილეს. გიორგი მარგველაშვილმა ვიქტორ დოლიძეს შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ვიქტორ დოლიძე ახალ თანამდებობაზე მუშაობას 2018 წლის 1 იანვრიდან შეუდგება.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/PresidentMargvelashvili/videos/866496253518649/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაში14 დეკემბერს მე-18 ტრადიციული ბიზნეს-რეიტინგი გაიმართება
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი ნატოს გენერალურ მდივნად 2020 წლის 30 სექტემბრამდე იმუშავებს