„პრეზიდენტმა უშიშროების საბჭო შეთანხმებით უნდა დანიშნოს“ – ნუკრი ქანთარია

ფარული ჩანაწერების ორგანიზატორი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია

კრიტიკა პრეზიდენტის მისამართით – გუშინ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გაკეთებულ განცხადებებს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეაქციას განხილვა მოჰყვა დეპუტატებს შორის. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები განმარტავენ გადაწყვეტილებას თუ რატომ დაძლიეს პრეზიდენტის ვეტო ე.წ. მოსმენების კანონზე. ამასთანავე, ისინი მიიჩნევებ, რომ გიორგი მარგველაშვილმა ტავის უფლებამოსილებებს გადააჭარბა.

„არავითარი დაპირისპირება არ არის, ადმინისტრაცია აჭარბებს ამ შემთხვევაში, ნამდვილად გადააჭარბა, შესაძლოა სიტყვაც გაექცაც. არცერთ უმრავლესობის წევრს არ წამოგვცდენია, რომ პრეზიდენტი რაიმე დანაშაულს ჩადის, უბრალოდ არის აზრთა სხვადასხვაობა. უშიშროების საბჭოც ალბათ გარკვეული შეთანხმებით უნდა დანიშნოს, იმიტომ, რომ ყველას თავისი პრობლემა აქვს გადასაწყვეტი. ალბათ კარგი იქნება ამაზე შეთანხმდეს და არა ისე, გამოკიდოს რაღაც რიცხვი და აბა, არიქა, ყველანი მოდით აქ, ასე ვერ ხერხდება, ვფიქრობ ამაშია საქმე და ბოიკოტთან არ გვაქვს საქმე“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

banner
წინა სტატიაშიაპრილიდან თბილისში ნარჩენების დაყრისთვის ჯარიმები ამოქმედდება
შემდეგი სტატიადეტალებს ვარკვევთ- შს მინისტრის კომენტარი საზენიტო კომპლექს ,,იგლასთან” დაკავშირებით