პრეზიდენტმა თავის თავმოყვარეობა გადადო გვერდზე, პრეზიდენტის ინსტიტუტი შეურაცხყო – ასე აფასებს “ქართული ოცნების” დეპუტატი გივი მიქანაძე ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება რეკომენდაციის შესრულებასთან არაფერ კავშირშია და პირიქით, პოლარიზაციას გააღრმავებს:
“თქვენ ფიქრობთ, ამ შეწყალებით რეკომენდაცია შესრულდა? ერთი წელია ვმუშაობთ ოპოზიციის ნაწილთან ერთად, რომ 12 პუნქტი შესრულდეს. ეს საკითხი ამ პუნქტებთან არაფერ შუაშია, რადგან ნიკა გვარამია არის ადამიანი, რომელიც პოლარიზაციას აღრმავებს. გაიხსენეთ, პრეზიდენტის ინსტიტუტს როგორ შეურაცხყოფდა, არ ვიცი მე რა გადააფასა, არადამაჯერებელია, რომ ასე უცებ რაღაცები გადააფასა. ყველამ იცის, რომ ეს ადამიანი რადიკალიზმით გამოირჩევა და მისი შეწყალება არის პოლარიზაციის გაღრმავებისკენ გადადგმულო ნაბიჯი”, – განაცხადა მიქანაძემ.
მან არ გამორიცხა, რომ “საზოგადოების რეაქცია მწვავე” იქნება. მიქანაძე ამით გუშინ, ათონელის რეზიდენციასთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, როდესაც სავარაუდოდ “ოცნების” პარტაქტივმა ევროკავშირის დროშა დაწვა.