15 წუთში შეცვლილი პოზიცია: “პრეზიდენტმა შეცვალა გზავნილები და გააკრიტიკა რეზოლუცია, დავუფასებთ”-კობახიძე

პრინციპულად არასწორია სააკაშვილის, გვარამიასა და ივანიშვილის ერთ სიბრტყეში დაყენება, ეს გააცნობიერა პრეზიდენტმა, შეცვალა საკუთარი გზავნილი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ კომენტარი სთხოვეს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომ „მთავრობამ და მმართველმა პარტიამ არ გაწიეს სათანადო მუშაობა, რათა ბიძინა ივანიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაში არ მოხვედრილიყო“.

„პირველ რიგში, მე მოხარული ვარ, რომ მან შეცვალა საკუთარი რამდენიმე დღის წინანდელი გზავნილი , მაშინ გახსოვთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა პარალელი გაავლო პრაქტიკულად ერთ სიბრტყეში დააყენა სააკაშვილი, გვარამია და ბიძინა ივანიშვილი, რაც იყო ძალიან უხეში გადაცდომა და ძალიან დიდი უმადურობის გამოხატულება. დღეს მან ეს გზავნილი შეცვალა რაც ძალიან კარგია და ამისთვის მას მადლობა უნდა გადავუხადოთ. კარგია, რომ პრეზიდენტმა გააცნობიერა ამ პირველი გზავნილის მცდარობა. პრინციპულად არასწორია სააკაშვილის, გვარამიასა და ივანიშვილის ერთ სიბრტყეში დაყენება, ეს გააცნობიერა პრეზიდენტმა, შეცვალა საკუთარი გზავნილი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მმართველი გუნდის თავმჯდომარეს ასევე კითხვა დაუსვეს გვარამიას საქმესთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომ პოლიტიკურად არასწორ დროს მოხდა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანა. კობახიძის შეფასებით, პრეზიდენტის გზავნილი არის მართლმსაჯულების პოლიტიზების კლასიკური მაგალით

„ეს გზავნილი არის მართლმსაჯულების პოლიტიზების კლასიკური მაგალითი, მართლმსაჯულებისთვის არ არსებობს დროული და უდროო გადაწყვეტილებები. მართლმსაჯულება მოქმედებს პოლიტიკური კონტექსტიდან დამოუკიდებლად და ის ვერ შეარჩევს პოლიტიკურად სწორ დროს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებისას. შესაბამისად, თავისთავად ეს გზავნილი სამწუხაროდ, არის არაკორექტული და არის ერთგვარი მცდელობა, რომ პოლიტიკა შეიტანოს მართლმსაჯულებაში, რაც პრეზიდენტის მხრიდან არ არის გამართლებული ნაბიჯი“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ძალიან სუსტი ანალიზი იყო”-კობახიძე ზურაბიშვილის ბრიფინგზე

 

banner
წინა სტატიაშიმიშა მშვილდაძე: ქვეყნის უმაღლესი არჩევითი პოლიტიკური თანამდებობის პირი ჩვეულებრივ ტროლად არის გადაქცეული
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზად არის ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის