პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი თავდადებისათვის 13 არტილერისტი ვახტანგ გორგასლის ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის პირველი და მეორე ხარისხის ორდენებით დააჯილდოვა თავდაცვის სამინისტროს სწრაფი რეაგირების კორპუსის (გვარდია) პირველი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის ასეულის მეთაური და დივიზიონის წევრები.

სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდნენ: ალექსანდრე პაპაშვილი, ლევონ ავაქოვი, ლევან ამირიანი, პაატა არაბული, ედვარდ იკაევი, ემზარ რაზმაძე, ნუგზარ რაზმაძე, ივანე სააკიანი, ზაზა სულაბერიძე, გოჩა წულაია, ერმინე ჭითანავა, რუდიკ ხაჩატურიანი, გიორგი ჯოგლიძე. სახელმწიფო ჯილდოები მათ ოჯახებს გადაეცემათ.

banner
წინა სტატიაშიმთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სამხედრო მოქმედებებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა
შემდეგი სტატიააზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 28 სექტემბრის დილიდან ქალაქ ტერტერზე სომხეთის მხრიდან შეტევა ხორციელდება