პრეზიდენტმა სააღდგომოდ 95 პატიმარი შეიწყალა

2011-2013 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საჩუქრების შესაძენად 3 765 600 ლარი დახარჯა

საქართველოს პრეზიდენტმა სააღდგომოდ 95 პატიმარი შეიწყალა. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შეწყალების სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელმა, ზვიად ქორიძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, შეწყალებული პატიმრებიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებას 69 დატოვებს. მათგან 10 ქალი, ორი კი, არასრულწლოვანია.

ამასთან, ქორიძის თქმით, სასჯელი შეუმსუბუქდა 26 მსჯავრდებულს, მათ შორის ქალი, ასევე ორი არასარულწლოვანი.

შეწყალების კომისიამ 597 მსჯავრდებულის საქმე განიხილა. საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი 27 აპრილს გამოსცა.

 

banner
წინა სტატიაში“ქობულეთში პარტია “ბედნიერი საქართველოსთვის“ გაიმარჯვებს” – პარტია კვლევის შედეგებს ავრცელებს
შემდეგი სტატიაპარიზის ტერაქტებში მთავარი ეჭვმიტანილის საფრანგეთში ექსტრადირება მოხდა