პრეზიდენტმა პრემიერმინისტრად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ მედიის თავისუფლების დაცვა ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ რუსთავი 2-ს არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ ყველა პოლიტიკოსის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს. „მედიის თავისუფლების ნაწილში თქვენ არა მხოლოდ არჩეული პრეზიდენტის იმედი უნდა გქონდეთ, არამედ ყველა პოლიტიკოსის იმედი უნდა გქონდეთ და სხვათა შორის აქტიურად უნდა მუშაობდეთ ამ იმედის მოსაპოვებლად,“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. საქართველოს პრეზიდენტის თქმით ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა. მიუხედავად იმისა მოსწონს თუ არა ის. „თუ თქვენ განცდა გაქვთ, რომ თქვენი უფლებები ილახება, გარწმუნებთ, რომ ქართული სასამართლო მივა იმ გადაწყვეტილებამდე, რომელიც ჩემის ღრმა რწმენით იქნება სამართლიანი,“ - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, დაინიშნოს გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ- მინისტრად”,- აღნიშნულია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტმა გუშინ საღამოს დაამტკიცა.

banner
წინა სტატიაშიგუგული მაღრაძე: გადავაზუსტე, 10 ლარად 4 ლიტრი ზეთის ყიდვა შეიძლება
შემდეგი სტატია“მინდა მოგილოცოთ ყველას ძველ, ახალ უფლებამოსილებაში შესვლა “- გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრებს მიმართა