პრეზიდენტმა პირველი მოწვევის პარლამენტის სამი წევრი ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მოწვევის პარლამენტის სამი წევრი ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობისა და საქართველოში პირველი მრავალპარტიული პარლამენტის შექმნაში გაწეული ღვაწლისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა “სახალხო ფრონტის” გამგეობის თავმჯდომარე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნოდარ ნათაძე, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მზექალა შანიძე და ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გიორგი ხოშტარია.
გიორგი მარგველაშვილმა ღირსების ორდენები ნოდარ ნათაძეს, მზექალა შანიძეს და გიორგი ხოშტარიას საქართველოში მრავალპარტიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე გადასცა, რომელიც თბილისის საკრებულოში გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიიან კელი: აშშ მხარს უჭერს რელიგიურ და გამოხატვის თავისუფლებას
შემდეგი სტატიაუკრაინულმა InformNapalm-მა ქართულ არმიას კლიპი მიუძღვნა… (VIDEO)