პრეზიდენტმა ფარულ ჩანაწერებეთან დაკავშირებით პირადად მიიღო ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისგან

გიორგი აბაშიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტმა ფარულ ჩანაწერებეთან დაკავშირებით პირადად მიიღო ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისგან. აბაშიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტისთვის მოსამართლეთა დაცულობისა და მათი თავისუფალი გადაწყვეტილების უზრუნველყოფა ერთ-ერთი პრიორიტეტია.

“საქართველოს პრეზიდენტისთვის მოსამართლეთა დაცულობა ისევე როგორც მოსამართლთა თავისუფალი გადაწყევტილების უზრუნველყოფა და მისი ხელშეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, შესაბამისად გუშინვე საქართველოს პრეზიდენტი დაუკავშირდა და ესაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს და მიგვაჩნია, რომ მთელი ეს პროცესი უკიდურესად გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს, იმისათვის, რომ აღნიშნულ საკითხზე არ გაჩნდეს არცერთი კითხვის ნიშანი.” – ამბობს გიორგი აბაშიშვილი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა შაბათს განაცხადა, რომ კონფიდენციალურმა წყარომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალის არსებობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. პაპუაშვილის თქმით, ამ მასალების გამოქვეყნების მთავარი მომხრე იუსტიციის მინისტრია.

https://youtu.be/avtQxEf48sM

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანიამ პარტიის წევრად ზაზა ფირალიშვილი წარადგინა
შემდეგი სტატიასამხრეთ კორეამ პირობა დადო ფხენიანის პროვოკაციებს დაუნდობლად უპასუხოს