პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ ცვლილებებს ხელი მოაწერა

„პრეზიდენტი იზიარებს განათლების რეფორმის აუცილებლობას, თუმცა მიაჩნია, რომ რეფორმა კონსტიტუციის სულისკვეთების ფარგლებში უნდა გატარდეს“,- აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და განათლების რეფორმის შესახებ გააკეთა.
მისი განცხადებით, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს მთელ რიგ ცვლილებებს ზოგადი განათლების სისტემაში.

“მანამდეც და ახლაც აღვნიშნავთ – მნიშვნელოვანია, რომ რეფორმა უნდა გატარდეს ჩვენი კონსტიტუციის სულისკვეთების ფარგლებში. ეს სულისკვეთება კი, არის ის, რომ ჩვენი მოქალაქეები და ბავშვები თანასწორნი არიან კანონის წინაშე და რომ ხარისხიანი განათლება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე” – განაცხადა ანა დოლიძემ.

მისი თქმით, როგორ ჩამოყალიბდება განათლების პოლიტიკის გარკვეული წახნაგები ეს განათლების სამინისტროს და საქართველოს პარლამენტის პრეროგატივას განეკუთვნება.

„ჩვენ აღვნიშნეთ ამ პროცესის დასაწყისში და მომავალშიც გავამახვილებთ იმაზე ყურადღებას, რომ განათლების პოლიტიკა უნდა ექვემდებარებოდეს ძირითდ კონსტიტუციურ ფასეულობებს – ეს არის თანასწორობა, რათა ყველა ბავშვს, საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, ხელი მიუწვდებოდეს ხარისხიან განათლებაზე”, – აღნიშნა ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაში“ნუ ითარსებით!…ჩაიგუბეთ ცოტა ხანს პირში წყალი ან ჩაიბღუჯეთ ცოტა ხანს პირში ლარი”
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე