პრეზიდენტმა ოპოზიციას და არასამთავრობოებს კონკრეტული მიმართულებით ფორმატის შექმნა შესთავაზა – ჩიხრაძე

პრეზიდენტისა და კამპანია “დაიცავი კონსტიტუციას” შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკურმა მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ქვეყნის პირველმა პირმა შეკრებილებს კიდევ უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა, რომ საზოგადოება რაც შეიძლება მეტი ჩართულობით იყოს საკონსტიტუციო პროცესში წარმოდგენილი.
“პრეზიდენტი უკვე კარგა ხანია მაქსიმალურად უწყობს ხელს საზოგადოების აქტიურ ჩართულობას საკონსტიტუციო დისკუსიებსა და განხილვებში. იცით რომ თავად პრეზიდენტიც მონაწილეობს ასეთ პროცესში. რაც შეეხება კონკრეტულ ინიციატივებს, რომლებიც აქვთ პოლიტიკურ პარტიებს ჯგუფს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, პრეზიდენტმა დააფიქსირა თავისი მოსაზრება, რომ ის მიესალმება მაქსიმალურ აქტივობას და მეტიც, მოუწოდა კიდევ უფრო მეტი აქტიურობისკენ, რომ საზოგადოება რაც შეიძლება მეტი ჩართულობით იყოს ამ პროცესში წარმოდგენილი და კონსტიტუცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ირითარი კანონია , რომელთანაც თთოეული ჩვენგანი ჩვენივე ბედით ვათ დაკავშირებული, რომელზეც ჩვენი სახელმწიფოებრიობის პერსტექტივაა დაფუძვნებული იყოს მაქსიმალურად გამართული, დაბალანსებული”- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ერთიანი კამპანის წარმოებას არ აპირებს, თუმცა დაინტერესებულ ჯგუფებს სხვადასხვა ფორმატს სთავაზობს. პრეზიდენტის მრჩეველი ამბობს, რომ კონსულტაციები მომავალშიც გაგრძელდება.

“ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე ერთიანი კამპანიის წარმოებას, ყველას აქვს თავისი გეგმა ამ მიმართულებით. თუმცა, ინტერესი ვისიც არის, რომ უკეთესი კონსტიტუცია მივიღოთ, მივიღოთ დაცული უფლებები, გარანტირებული სახელმიფოებრივი უსაფრთხიებისა და სახელმიფოწებრიობის დაცვა, ბუნებრივია ჩვენ ყოველთვის მზად ვიქნებით ამ ინიციატივებს დავუჭიროთ მხარი.

პრეზიდენტმა შესთავაზა ისიც, რომ თუ კონკრეტული მიმართულებებით იქნება გარკვეული სურვილი, შეიქმნას ფორმატები, ამის განხილვისთვის მზად არის. შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ბევრი მოსაზრება გამოითქვა. მიუხედავად იმისა რომ აქ შეკრებილი აქ შეკრებული იყო პოლიტიკური ბგემოვნებით, მსოფმხედველობით განსხვავებული და ხშირ შემთხვევაში ერთმანეთთან დაპირისპირებაში მყოფი პოლიტიკური ძალები, ყველა თანხმდება იმაზე, რომ მომავალი კონსტიტუცია არის ფუნდამენტური საკითხი, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოების, პოლიტიკური სპექტრის პრეზიდენტის და სხვა ინსტიტუციების ერთობლივი მუშაობა მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ჩიხრაძემ.

banner
წინა სტატიაშიინსპექტორებმა პლასტმასის ბოთლების დაწვის გამო, ორი პირი დააჯარიმეს
შემდეგი სტატიააფხაზები იტალიის X – ქალაქთან განზრახვებზე შეთანხმდნენ