პრეზიდენტმა ნონა გაფრინდაშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “2015 – ქალთა წლის” ფარგლებში, ნონა გაფრინდაშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით გიორგი მარგველაშვილმა ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი ბრწყინვალების ორდენით, ერისა და ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლისა და მაღალი მოქალაქეობრივი მრწამსისათვის, მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს წარმოჩენისათვის დააჯილდოვა.

„თქვენი მადლიერია სახელმწიფო და ერი, იმისათვის რაც გააკეთეთ საქართველოს პოპულარიზაციისათვის და იმისათვის, რაც გაუკეთეთ საზოგადოებას თქვენი მორალური პოზიციით“, – მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ნონა გაფრინდაშვილს სახელმწიფო ჯილდოს გადაცემისას.

banner
წინა სტატიაში,ეს არის მთავრობა, რომლის რეფორმების შედეგად, სასამართლო ჩააბარეს მურუსიძეს, ხოლო პროკურატურა – შოთაძეს”
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ქვეყანაში საშუალო ხელფასი გაზრდილია