პრეზიდენტმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით რვა მსჯავრდებული ქალი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, რვა თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული ქალი შეიწყალა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, აქედან ოთხი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო ოთხ მსჯავრდებულს შეუმცირდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა.

საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი დღეს, 2021 წლის 2 ივნისს გამოსცა.

banner
წინა სტატიაშინათელაშვილი – თურქეთთან მეგობრული ურთიერთობა უნდა გვქონდეს, მაგრამ არ დავივიწყოთ წარსული
შემდეგი სტატიახაზარაძე სებ-ის პრეზიდენტს თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდებს