პრეზიდენტმა კვიპროსში ქართული მონასტრის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის საჩუქრად გადმოცემისთვის კვიპროსის მთავარეპისკოპოსს მადლობა გადაუხადა

კვიპროსში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კვიპროსის მთავარეპისკოპოსს, მის უწმინდესობა ქრიზოსტომოს II-ს შეხვდა და ქართველი ხალხის, ქართული დიასპორისა და საქართველოს საპატრიარქოს სახელით მადლობა გადაუხადა საჩუქრად მიწის ნაკვეთის გადმოცემისთვის, რომელზეც ქართული მონასტერი აშენდება.

„ეს არის დიდი სულიერი საჩუქარი და მნიშვნელოვანი ჟესტი, რომელიც ჩვენი ისტორიისთვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

როგორც მისმა უწმინდესობამ, ქრიზოსტომოს II-მ შეხვედრისას აღნიშნა, საუკუნეების განმავლობაში, კვიპროსს ყოველთვის გამორჩეულად კარგი ურთიერთობა ჰქონდა საქართველოსთან, რომელიც დღესაც შენარჩუნებულია და კვლავაც გაგრძელდება.

„მინდა, თქვენთან შეხვედრით კურთხევა გადავცე ჩვენს მოძმე ქართველებს და ქართულ ეკლესიას“, – განაცხადა მთავარეპისკოპოსმა.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: რა სპეცრეისი აფრინდა ოცი წუთის წინ აეროპორტიდან და იმყოფებოდა თუ არა ბორტზე ბიძინა ივანიშვილი?!
შემდეგი სტატიანიკა გვარამია ადვოკატთა ასოციაციას და მის ხელმძღვანელებს მიმართავს