“პრეზიდენტმა კონსტიტუციას აუცილებლად უნდა დაადოს ვეტო” – ოპოზიცია

ოპოზიციას იმედი აქვს, რომ გიორგი მარგველაშვილი პოზიციას არ შეცვლის და ვეტოს ყველა სადაო საკითხთან მიმართებით გამოიყენებს.
„პრეზიდენტმა ამ კონსტიტუციას აუცილებლად უნდა დაადოს ვეტო და ყველა იმ საკითხზე უნდა იყოს საუბარი, რომელიც შეჯერებულია ოპოზიციურ სპექტრთან.

„ქართული ოცნების“ ხელშია, რომ ის ამ ჩიხიდან, რომელშიც თავად შეიყვანა ქვეყანა, მონახავს გამოსავალს თუ გააგრძელებს იმ უპასუხისმგებლო ქმედებას, რომელმაც მოგვიყვანა ამ მდგომარეობამდე,“-აცხადებს ენმ-ს წევრი ზაზა ბიბილაშვილი.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ლევან თარხნიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტს უმრავლესობა ისევ ულტიმატუმის ენით ესაუბრება.

„მოლოდინი დიდი ნამდვილად არ გვაქვს იმიტომ, რომ გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურა უმრავლესობამ, რომ ულტიმატუმით აპირებს პრეზიდენტთან შეხვედრას. რაც შეეხება იმას რას მოიმოქმედებს პრეზიდენტი, ეს თავად მისი გადასაწყვეტი იქნება. ჩვენ ერთადერთზე ვართ შეთანხმებული, რომ ამ შეხვედრის შემდეგ შედგება ოპოზიციური პარტიების და პრეზიდენტის შეხვედრა,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლევან თარხნიშვილმა.

პრეზიდენტს კონსტიტუციის ახალ პროექტზე ვეტოს სრულად გამოყენებას ურჩევს ედპ-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა. მისი თქმით, მმართველი გუნდი საკუთარი ინტერესის თავს მოხვევას ამჯერად პრეზიდენტისთვის ცდილობს.

“ცნობილია მოცემულობა, რომ ქართულ ოცნებას და უმრავლესობას სურს ბარიერის და ბლოკის დონეზე, თავის ინტრესებს მოარგოს პრეზიდენტის ვეტო. იმედს გამოვთქვამ რომ პრეზიდენტის ვეტო იქნება კონსტიტუციის სასარგებლოდ და არა მმართველი პოლიტიკური პარტიის სასაარგებლოდ”- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო ცვლილებები – პრეზიდენტი მმართველ გუნდს ხვდება
შემდეგი სტატიაუმრავლესობის შეხვედრას პრეზიდენტთან ირაკლი კობახიძე ვენეციაში ვიზიტის გამო ვერ დაესწრება