პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ანა დოლიძე დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნა. განცხადება გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

გიორგი მარგველაშვილმა სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, 2012 წლის შემდეგაც მოლოდინის მიუხედავად მართლმსაჯულება ბევრ კითხვას ვე პასუხობს.

„ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მართლმსაჯულების სისტემა რჩება იმ აქილევსის ქუსლად, რომელიც პრობლემად გასდევს ფაქტობრივად ყველა ხელისუფლებას. 2012 წლის ხელისუფლების ცვლილების დროს ყველას გვქონდა ის მოლოდინი, რომ მართლმსაჯულების სისტემა თვისობრივად გაუმჯობესდებოდა, თუმცა დღეს შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოების ნდობა, ზოგადად მართლმსაჯულების მიმართ, სამწუხაროდ ბევრ კითხვას ვერ პასუხობს,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ვახტანგ მჭედლიშვილს ჩაანაცვლებს. მას 4 წლიანი უფლებამოსილების ვადა 16 იანვარს ეწურება.

banner
წინა სტატიაშიზაზა ჭაია: ნარკოტიკები კ ლ ა ვ ს!
შემდეგი სტატიაპრეზიდენტს აქვს ექსკლუზიური უფლება შეიწყალოს მსჯავრდებულები, მაგრამ რა მიზნით და როგორ, ეს კონტროლს ექვემდებარება