„პრეზიდენტმა ისაუბრა ყველაფერზე, მაგრამ არაფერი დასამახსროვრებელი არ იყო,“-პავლე კუბლაშვილი

„პრეზიდენტმა ისაუბრა ყველაფერზე, მაგრამ არაფერი მის სიტყვაში დასამახსროვრებელი არ იყო,“-ასე შეაფასა ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური ანგარიში და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის გამოსვლა იყო ზოგადი და არ ეხებოდა კონკრეტული პრობლემების გადაჭრის გზებს.

„ისეთ საკითხებზე როგორიც არის თუნდაც გაზპრომი რაღაც ახალი უნდა თქმულიყო პრეზიდენტის მხრიდან. პრეზიდენტის მოხსენებაში დღეს დარწმუნებული ვარ ვერც ერთი მოქალაქე თავის თავს ვერ იპოვიდა. მინდოდა მოსმენა იმ ხედვების, რაც პრეზიდენტს აქვს შექმნილ სიტუაციაში და არა ზოგადი სადღეგრძელოების იმაზე, რომ ყველაფერი კარგად უნდა იყოს. ჩვენი მხრიდან ნაბიჯი გადავდგით და მივეცით საშუალება, რომ თავისი შეცდომა ეღიარებინა. მას რომ ეთქვა, რომ არასწორი იყო როცა მთავრობამ მინისტრი მარგველაშვილის მონაწილეობით მიიღო გადაწყვტილება გადასახადების არდაწევასთან დაკავშირებით, ეს რომ ეთქვა ის დაამკვიდრებდა სრულიად ახალ კულტურას ქართულ პოლიტიკაში,“-განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.