პრეზიდენტმა ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი და პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად დანიშნა.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ბათუმში განაცხადა.

“ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე არიან მაღალი კვალიფიკაციის იურისტები.ისინი არიან ძლიერი და პრინციპული ადამიანები, რომლებიც გააძლიერებენ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, დაიცავენ ადამიანის უფლებებს ამ უნიშვნელოვანეს პერიოდში”, -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს 20 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციზე სიტყვით გამოსვლისას.

საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს, გიორგი პაპუაშვილს (თავმჯდომარე), კონსტანტინე ვარძელაშვილს, ქეთევან ერემაძესა და ოთარ სიჭინავას უფლებამოსილების ვადა სექტემბრის ბოლოს ეწურებათ.

ოთხი ვაკანტური ადგილიდან ერთზე მოსამართლე პარლამენტმა უნდა დანიშნოს, ერთი – უზენაესი სასამართლოს პლენუმმა, ორი კი – საქართველოს პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიბათუმში პოლიციელი დაჭრეს
შემდეგი სტატიასაქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროსა და ლატვიის იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა