“პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის, ამ ვეტოს რა ბედი ეწევა”-კვაჭანტირაძე

პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის, რა ბედი ეწევა ე.წ. მოსმენების კანონზე ვეტოს- განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ.

“ჩემი აზრით, პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის, ამ ვეტოს რა ბედი ეწევა საბოლოო ჯამში, მაგრამ თუ იგი ჩათვლის საჭიროდ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” და მისი განშტოების მოწოდებებს უნდა უპასუხოს აუცილებლად და ვეტო დაადოს ამ კანონს, ეს მისი საქმეა. ჩვენ ეს კანონპროექტი იმიტომ არ გვიქცევია კანონად, რომ ასე მარტივად ჩავაბაროთ ისტორიას. ვეტოს არსებობის შემთხვევაში, ის დაძლეული იქნება. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება რაღაც მაინც იქნას გათვალისწინებული – გააჩნია რა შემხვედრი წინადადება ექნება პრეზიდენტს”, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

პრეზიდენტს ხვალ ეწურება ვადა გადაწყვეტილების მისაღებად, მოაწეროს ხელი ე.წ. მოსმენების შესახებ კანონს თუ მას ვეტო დაადოს.

banner
წინა სტატიაში“მიმოწერაში ჩართულები არიან სუს-ის, პროკურატურის წარმომადგენლები”- მინაშვილი მმართველი გუნდის საიდუმლო მიმოწერაზე
შემდეგი სტატიაუკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში 3 ათასამდე მიგრანტი გადაარჩინეს