პრეზიდენტმა დეპუტატებს ქართული წარმოების წახალისების მიზნით შექმნილი დაგროვების ბარათები დაურიგა
სხვა სტატიები
- დავით სერგეენკო: არაფერი პირადი, მაგრამ გაუგებარია, რატომ არის ჯანდაცვის მინისტრის რეიტინგი ყველაზე დაბალი
- ჩვენ ვამზადებთ დარგის სპეციალისტების კანონპროექტს საქართველოსთვის და ბალკანეთის ქვეყნებისთვის
- პრეზიდენტთან ურთიერთობა-“მოსახლეობას არ აინტერესებს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი წავა პარლამენტში თუ არ წავა”
საქართველოს პრეზიდენტმა დეპუტატებს ქართული წარმოების წახალისების მიზნით შექმნილი დაგროვების ბარათები დაურიგა.
დაგროვების ბარათი საპრეზიდენტო კამპანიის “მოითხოვე ქართული” პროექტის ფარგლებში შეიქმნა და ქართული პროდუქციის შეძენისას მასზე მომხმარებელს ბონუსქულები დაერიცხება.
„ქვეყნისათვის გადამწყვეტია ეროვნული წარმოების მეტად სტიმულირება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩემს მიერ დაწყებული კამპანია “მოითხოვე ქართული”, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და ეროვნული ვალუტის გაძლიერებას.
ამ პროექტის ფარგლებაში, ეროვნული წარმოების პოპულარიზაციის პარალელურად, ჩვენ შევქმენით დაგროვების ბარათი, რომელზეც მომხმარებელს ქულებიქართული პროდუქციის შეძენისას დაერიცხება. ამ ბარათის პირველი მფლობელები დღეს თქვენ გახდებით – ასე, რომ მოგიწოდებთ “მოითხოვოთ ქართული”- განაცხადა პრეზიდენტმა.