,,პრეზიდენტმა ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო, ასეთი გადაწყვეტილებებით მისგან განებივრებული არ ვყოფილვართ”

ზვიად ძიძიგურ

გიორგი მარგველაშვილი რაიმე მნიშვნელოვან ელექტორალურ შედეგს ამ არჩევნებში ვერ მიაღწევდა, ამიტომ ვფიქრობ, რომ მისი გადაწყვეტილება არის ადეკვატური, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, გიორგი მარგველაშვილი გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.

„რამე მოულოდნელი ჩემთვის ამ გადაწყვეტილებაში არ არის. ვფიქრობდი და ალბათ თავად პრეზიდენტიც ასე ფიქრობს, რომ რამე მნიშვნელოვან ელექტორალურ შედეგს ამ არჩევნებში ვერ მიაღწევდა. ამიტომ ვფიქრობ, მისი გადაწყვეტილება პოლიტიკური თვალსაზრისით ადეკვატურია. მარგველაშვილის საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში მისი ასეთი ადეკვატური გადაწყვეტილებებით განებივრებული არ ვყოფილვართ”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

გიორგი მარგველაშვილმა დღეს განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს არ იყრის.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ვაშაძე საარჩევნო ბიულეტენებში იქნება “გრიგოლ ვაშაძე – “ძალა ერთობაშია”
შემდეგი სტატიახორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიამ დასკვნაზე მუშაობის პირველი ეტაპი დაასრულა