პრეზიდენტისა და 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციის შეხვედრის პარალელურად 11 ნოემბერს ორბელიანების სასახლესთან აქცია იგეგმება

11 ნოემბერს, პრეზიდენტისა და 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციის შეხვედრის პარალელურად, ორბელიანების სასახლესთან აქცია გაიმართება. ამის შესახებ „დაიტოვეს“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო მსვლელობაზე განაცხადეს, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

ამასთან, აქციის მონაწილეებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, შეიკრიბონ სასამართლოსთანაც.

„ამ შეხვედრაში ჩვენც უნდა მივიღოთ გარკვეული მონაწილეობა. ეს მონაწილეობა იქნება, რომ ჩვენ დავანახებთ რამდენი ვართ პრეზიდენტის სასახლესთან. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ევროპელ მეგობრებს, რომ არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ ქართველი ხალხი იბრძვის თავისუფლებისთვის, იბრძვის მოპარული არჩევნების დასაბრუნებლად. ამიტომ ყველას, ხვალ, გელოდებით ორ ლოკაციაზე, ვისაც, სადაც გირჩევნიათ და გული მიგიწევთ, ოღონდ, სახლში არ დარჩეთ. მოვა დრო თავისუფალ, დამოუკიდებელ და ევროპულ საქართველოში სახლში ვიქნებით, ძალიან კარგად და თბილად, მაგრამ ეს დღეები და თვეები სჭირდება ქვეყანას, თქვენი გვერდში დგომა!“, – განაცხადეს მსვლელობის მიმდინარეობისას ორგანიზატორებმა.

banner
წინა სტატიაშილევან ცუცქირიძე: „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა მიჰყავს საერთაშორისო იზოლაციისკენ
შემდეგი სტატიათინა ბოკუჩავა: ყველა აქციის მიზანი არის საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარება