პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა ზუგდიდში

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 31, 2019 14:25

პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა ზუგდიდში

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა ზუგდიდში.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, შს მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის წევრები დაესწრნენ არტ გალერეაში ზვიად გამსახურდიას ცხოვრების ამსახველ ფოტოგამოფენას, ასევე საჯარო ლექციას გამსახურდიას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.

ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში აღავლინა ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა გერასიმემ ( შარაშენიძე).

ზვიად გამსახურდიას ბიუსტი გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს მისმა თანამოაზრეებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 31, 2019 14:25

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,111
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics