პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ნაბიჯები ჩვენს მიმართ არის თავიდან ბოლომდე შეცდომა რუსული სახელმწიფოსთვის

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტელეკომპანია „იბერიას“ თოქ-შოუ „დიალოგი ლუბა ელიაშვილტან ერთად“ იმყოფება, სადაც მან რუსეთთან ურთიერთობებზე ისაუბრა:

„საქართველოს შემთხვევაში ვითარება არის შემდეგში, რუსეთის ნაბიჯები ჩვენს მიმართ არის თავიდან ბოლომდე შეცდომა რუსული სახელმწიფოსთვის, რომელიც რამ გამოიწვია და როგორ გამოიწვია, მაგრამ რუსული სახელმწიფოს შეცდომა არის არა 8-ში, 12-ში თუ ასე შმდეგ, ეს შეცდომა დაიწყო თავიდანვე 90-იან წლებში, როდესაც ქაოტურ მდგომარეობაში მყოფმა რუსულმა სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ საქართველოში უნდა გაეტარებინა აგრესიული პოლიტიკა, ეს შეცდომა არც ერთ ეტაპზე არ იქნა გამოსწორებული, ჩვენი მიზანი არის ის, რომ ამ დამოკიდებულებამ არ შეაჩეროს ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური განვითარება, ჩვენ თუ დაგვაჯერებენ, რომ ვერ ამოვვარდებით რუსული გავლენის სფეროდან, ეს კეთდება მენტალობაზე თავდასხმით, მაშინ ჩვენ მნიშვნელოვან წილად უკან დავიხევთ, ჩვენ უნდა გვჯეროდეს, რომ ეს უსამართლობა, რომელიც განხორციელდა ჩვენს მიმართ, ჩვენ ამას გადავტეხავთ. მეორე რისიც უნდა გვჯეროდეს, ბევრად უფრო უარეს ისტორიულ პერიოდებში ვყოფილვართ და გაგვიტანია ჩვენი თავი.

პროპაგანდა, ერთის მეორესთან დაპირისპრება, გახლეჩა და ამ გახლეჩაზე მუშაობა, ეს ხორციელდებოდა 90-იანებში, მაშინ ვუძლებდით ამას და პროპაგანდას ვუძლებთ იმის მერე რაც რუსეთის იმპერიის ნაწილი გავხდით, ქართულ საზოგადოებას გააჩნია დიდი სიმტკიცე ჩვენი ეროვნულობის შენარჩუნების, ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო ვართ და ამ დაპირისპირების ბოლომდე მიყვანა, ადამიანის ტვინში გადის, რომ არ დავუშვათ, რომ რაიმენაირად წავაგებთ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბათუმში თევზაობისას 2 არასრულწლოვანი დაშავდა
შემდეგი სტატია„ეს იქნება უმნიშვნელოვანესი“ – პრეზიდენტი 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებზე