პრეზიდენტის თქმით, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით უდანაშაულობის პრეზუმცია დაირღვა

საქართველოს პრეზიდენტისა და კათოლიკოს პატრიარქის შეხვედრა დასრულდა. მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრიოსას აღნიშნა, რომ პატრიარქთან დღევანდელი შეხვედრა გუშინ დაიგეგმა, რადგან გუშინ მათ დეტალებზე საუბრის საშუალება არ მიეცათ:

„ჩვენ უნდა მივცეთ შესაძლებლობა სამართალდამცავ სტრუქტურებს აკეთონ თავიანთი საქმე პოლიტიკური სტრუქტურების ჩარევის გარეშე, დღეს უდანაშაულობის პრეზუმფცია დარღვეულია საქართველოში და ადვოკატებს უნდა მიეცეთ საშუალება დაიცვან თავიანთი დაცვის ინტერესები. გუშინ მე მქონდა შესაძლებლობა მენახა ჯანმრთელი და ჩამობრძანებული პატრიარქი, გუშინ ვერ ვისაუბრეთ დეტალებზე და შევთანხმდით რომ დღეს შევხვდებოდით, პატრიარქი ჩართულია რთული საკითხების გადაწყვეტაში სრული ღიაობით, ეს არის დიალოგი როდესაც პატრიარქი იღებს ყველა ინფორმაციას. დღეს არის ვითარება, როდესაც ერთი მხარე რომლის თაობაზეც კომენტარს აკეთებენ პოლიტიკოსები და სამართალდამცავები, შეზღუდულები არიან პოზიციების დაფიქსირებაში, როდესაც მთელი ქვეყანა საუბრობს ამ საქმეზე, არ შევდივარ გამოძიების დეტალებში, არ ვარ პროკურორი, გამომძიებელი და მოსამართლე, ეს არის არაჯანსაღი სიტუაცია, როდესაც ერთი მხარე საუბრობს და მეორეს არ აქვს ამის უფლება“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაპენსიო რეფორმა სექტემბარმდე ამოქმედდება
შემდეგი სტატიარაც დღეს ხდება ეკლესიაში, ეს არის შეთქმულება – მეუფე ვახტანგი