პრეზიდენტის სკანდალი – ადმინისტრაციაში არ გამორიცხავენ, რომ ზურაბიშვილის ოფიციალური გვერდი კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ გამორიცხავენ, რომ სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური გვერდი კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა. განცხადება რამდენიმე წუთის წინ, პრეზიდენტის პრესსპიკერმა გააკეთა.

საქმე ეხება საქართველოს პრეზიდენტის twitter-ის ოფიციალურ გვერდზე, აშშ-ს პრეზიდენტის განცხადების გაზიარებას, სადაც დონალდ ტრამპი კონკურენტს, პრეზიდენტობის კანდიდატ ჯო ბაიდენს “მძინარას” უწოდებს.

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას, ადმინისტრატორის გადაცდომა, თუმცა სხვადასხვა ფაქტების გაანალიზებით არ გამოირიცხება კიბერშეტევაც.

banner
წინა სტატიაშიპრემიერმინისტრმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს უმასპინძლა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტს ისევ შეეშალა, ამჯერად “ფეისბუქზე”