პრეზიდენტის სიძის მეგობარი მიხეილ თათარიშვილი კიდევ ერთ ბრალდებაში გაამართლეს

პრეზიდენტის სიძის მეგობარი მიხეილ თათარიშვილი კიდევ ერთ ბრალდებაში გაამართლეს. კერძოდ, ქურდობის ბრალდების ნაწილში სასამართლომ თათარიშვილი უდანაშაულოდ ცნო.
თათარიშვილს გამოძიება ძვირფასი სამკაულების ქურდობას ედავებოდა.
მას აღნიშნულ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული.

დაცვის მხარე საქმეში აპელირებდა იმაზე, რომ თათარიშვილის ჩხრეკის ოქმი გაყალბებული იყო და რეალურად მისგან ე. წ. ნაქურდალი ნივთების ამოღება არ მომხდარა.

ადვოკატ ირმა ჭკადუას განცხადებით, ჩხრეკის ოქმში დაფიქსირებულია, რომ ნაქურდალი ნივთები თათარიშვილის ქურთუკის სარჩულიდანაა ამოღებული, რომელიც გარღვეული იყო, თუმცა სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებით დადასტურდა, რომ ქურთუკი მთელი იყო.

პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას თათარიშვილის გამართლებასთან დაკავშირებით სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

banner
წინა სტატიაში“ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა” პრეზიდენტთან შეხვედრას მართავს
შემდეგი სტატია,,მთავარ გამოწვევად რჩება დასაქმება, სწრაფი ეკონომიკური ზრდა და სოციალური პრობლემები”