პრეზიდენტის სიძემ რესპუბლიკური საავადმყოფო დატოვა

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი მიხეილ თათარიშვილი რესპუბლიკური საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

ექიმის განცხადებით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„მათი ჭრილობები სიცოცხლისთვის საშიშ დაზიანებას არ წარმოადგენდა“,- აღნიშნა ექიმმა.

მინდია გოგოჭურს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე, პრეზიდენტის სიძე და მისი მეგობარი რამდენიმე დღის წინ დაჭრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

საგამოძიებო უწყებას მომხდართან დაკავშირებით, ჯერჯერობით, არავინ დაუკავებია.

banner
წინა სტატიაშიპარიზში პალესტინა-ისრაელის მოლაპარაკებების აღდგენის გზებს ეძებენ
შემდეგი სტატიაკადიროვის თქმით, ჩეჩნეთში “ისლამური სახელმწიფო” განადგურებულია