პრეზიდენტის სიძე და მისი მეგობარი რესპუბლიკურ საავადმყოფოს სავარაუდოდ დღეს დატოვებენ

პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი მიხეილ თათრიშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოს სავარაუდოდ დღეს დატოვებენ. ექიმების განცხადებით, მათ ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია, შესაბამისად მოხდება კლინიკიდან გაწერაც.

როგორც “რუსთავი2”-ს მინდია გოგოჭურმა განუცხადა, მათთან იმყოფებოდნენ სამართალდამცველებია და უკვე მოხდა მათი დაკითხვა.

შეგახსენებთ, რომ გოგოჭურს და მის მეგობარს ცეცხსასროლი იარაღით ჭრილობები რამდენიმე დღის წინ მიაყენეს. თუმცა სამართალდამცველებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის დანაყოფებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი ჩააბარეს
შემდეგი სტატიათინა ბოკუჩავა: ენმ-დან წასული ჯგუფი პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებაზე უარს ამბობს