პრეზიდენტის შვილის მეგობრის, თორნიკე კაჭარავას სასამართლო პროცესზე ორი გამომძიებელი დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში პრეზიდენტის შვილის მეგობრის, ნარკოდანაშაულში ბრალდებული თორნიკე კაჭარავას საქმის განხილვა დასრულდა. დღევანდელ პროცესზე ორი გამომძიებელი დაიკითხა.

როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს იარაღი არ ჰქონდა და ვინაიდან ბრალდებამ კაჭარავას იარაღი ვერ უპოვნა, ნარკოტიკების შეძენა-შენახვაზე წარუდგინეს ბრალი. ადვოკატის განმარტებით, არც ერთ საკითხში მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა არ იკვეთება.

“დღეს ამ საქმეზე დაიკითხა ორი გამომძიებელი. ერთ-ერთი გამომძიებელი, რომელმაც პატაკის ავტორი გამოკითხა, რომელმაც თითქოსდა გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თორნიკე კაჭარავას ცეცხლსააროლი იარაღი ან თან, ან სახლში უნდა ჰქონოდა. ცეცხლსასროლ იარაღზე არსებობდა პატაკი და მის შეძენა-შენახვაზე დაიწყო გამოძიება. ამ საქმეზე გამოძიება 236-ე მუხლით არის დაწყებული, მაგრამ ვინაიდან კაჭარავა საავადმყოფოში ნახეს, სადაც მას ეცვა ისეთი შარვალი, რომელშიც იარაღს ვერანაირად ჩაიდებდა და იმყოფებოდა ექიმთან, იძულებული გახდნენ, რომ მოეფიქრებინათ ის, რაც მოიფიქრეს, თითქოს მას ნარკოტიკი ფეხასცმელში ჰქონდა.

ამ საქმეში კაჭარავას დნმ-ი არ არსებობს, რომელიც თითქოს მათ ამოიღეს. მას არანაირი შემხებლობა არ ჰქონია ნარკოტიკულ ნივთიერებასთან”, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

პრეზიდენტის სიძსდშვილის მეგობარს ნარკოტიკის შეძენა-შენახვაში ედება ბრალი.

banner
წინა სტატიაშისოფიო ქაცარავამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ანტიტერორისტული ქვეკომიტეტის წევრებს სიტყვით მიმართა
შემდეგი სტატიალას-ვეგასში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, თბილისის ანძა ერთი საათით ჩაბნელდება