პრეზიდენტის შეწყალების ინსტიტუტი და სისხლის სამართლის კოდექსი სწორად ზის ჩვენს სამართლებრივ სივრცეში – მშვენიერაძე

მმართველი გუნდის ახალ ინიციატივას, პრეზიდენტის ინსტიტუტზე მორიგ შეტევად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციებში. სამოქალაქო სექტორში ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნების“ განცხადება გაუგებარია და საჭიროა ხელისუფლებამ საზოგადოებას, კანონმდებლობის გამკაცრების შესახებ, დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.

საუბარია ინიციატივაზე, რომელიც ფრაქცია “ქართული ოცნების” ლიდერმა საგანგებო ბრიფინგზე დააანონსა.

მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მაღალი თანამდებობის პირები, ვინც მართლმსაჯულების განხორციელებას ხელს შეუშლის, ციხეში უფრო მკაცრი სასჯელით მოხვდებიან.

მათი თქმით, თუ საქმე პრეზიდენტისთვის შეწყალების უფლების შეზღუდვას შეეხება, მაშინ ეს საკითხი დეტალურად უნდა იყოს განხილული.

„არის გამოცდილება ევროპული ქვეყნების, როდესაც პრეზიდენტს არ აქვს შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება იმ ტიპის დანაშაულებზე, რომელიც არის მიმართული ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის და ჩადენილია სახელმწიფოს წარმომადგენლის მიერ. მაგალითად, შესაძლებელია ასეთი იყოს წამება, არაადამიანური მოპყრობა. თუკი ამაზეა საუბარი, ასეთი არსებობს სხვა ქვეყნებში. ვნახოთ, გავეცნოთ, მაგრამ ამას შეიძლება დასჭირდეს კონსტიტუციური ცვლილებებიც და არ იყოს საკმარისი მხოლოდ სისხლის სამართალში. თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ როგორც პრეზიდენტის შეწყალების ინსტიტუტი, ასევე სისხლის სამართლის კოდექსი, აბსოლუტურად ლოგიკურად და სწორად ზის ჩვენს სამართლებრივ სივრცეში,“ – აცხადებს ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე.

banner
წინა სტატიაშიელიავას ბაზრობასთან ხანძარი გაჩნდა – დამწვარია რამდენიმე ავტომანქანა
შემდეგი სტატიამართლმსაჯულების იმიტაცია – ანა ნაცვლიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივას პასუხობს