პრეზიდენტის შეწყალების ახალი სკანდალი – სასამართლო მარგველაშვილის მიერ კიდევ ერთი შეწყალებულის საქმეს განიხილავს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 18, 2018 12:47

პრეზიდენტის შეწყალების ახალი სკანდალი – სასამართლო მარგველაშვილის მიერ კიდევ ერთი შეწყალებულის საქმეს განიხილავს

სააპელაციო სასამართლოში კიდევ ერთი შეწყალებული პატიმრის საქმის განხილვა დასრულდა. გიორგი მარგველაშვილის მიერ, თავდასხმაში ბრალდებულ ნიკოლოზ თავაძის შეწყალება, ახალი სკანდალის მიზეზი გახდა.

საქმე ეხება 2 წლის წინ, ყაზბეგის გამზირზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას, რომლის დროსაც საბა უგრეხელიძეს დანით 5 ჭრილობა მიაყენეს. პრეზიდენტმა ბრალდებული სასამართლო განხილვების დასრულებამდე შეიწყალა.

პროკურატურა ბრალის დამძიმებას ითხოვს და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა, პრეზიდენტს ბრალდებული უკვე შეწყალებული ჰყავს და მას პატიმრობის მისჯის შემთხვევაში სასჯელს არ მოხიდის, რადგან ის უკვე გათავისუფლებულია საპატიმრო სასჯელისაგან.

პროკურორი აცხადებს, რომ ბრალდებამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მანამდე გაასაჩივრა, ვიდრე ნიკოლოზ თავაძეს პრეზიდენტი შეიწყალებდა, თუმცა მას პატიმრობა მაინც აღარ ემუქრება.

„ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2017 წლის 24 აპრილამდე, ხოლო რაც შეეხება შეწყალებას ბრალდებული შეწყალებულ იქნა 2017 წლის 12 მარტის პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე.

გადაწყვეტილება გასაჩივრებული იყო სააპელაციოში და ამის შემდეგ მოხდა შეწყალება“- აცხადებს საქმის პროკურორი სოსო ხუციშვილი.

ადვოკატის, დავით მოდებაძის თქმით, პრეზიდენტს თავაძის შეწყალების თხოვნით დაკავებულის დედამ მიმართა და რადგან ნაკლებად მძიმე დანაშაული იყო პრეზიენტმა ის კანონიერად შეიწყალა.

თუ სააპელაციო სასამართლო გამამტყუვნებელ განაჩენს მიიღებს, გადაწყევტილება მაინც აღარ აღსრულდება.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 18, 2018 12:47

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


16,681
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics