პრეზიდენტის შენიშვნები, როგორც მან წარმოადგინა აბსოლუტურად მიუღებელია – დიმიტრი ხუნდაძე

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ „არჩევანის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებებს, მმართველი გუნდის წევრები ეხმაურებიან. გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურა და სასამართლო ხელისუფლების იარაღად დარჩა.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მარგველაშვილის განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება და ის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია.

„მმართველი გუნდი სარგებლობს პოლიტიკური პოპულარობით საზოგადოებაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი არის რიგზე. ვფიქრობ, რომ საზოგადოების მოთხოვნები დღემდე განუხორციელებელი, უფრო აქტუალური უნდა გახდეს და ვფიქრობ, ჩვენი მხრიდანაც უფრო მეტი აქტიურობა უნდა შეინიშნებოდეს რეალურად,“ – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ.

მმართველი გუნდის წევრი გიორგი მარგველაშვილის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილისთვის წაყენებულ ბრალსა და გამოტანილ განაჩენზე ისაუბრა.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ შეწყალებისთვის პრეზიდენტის გასამართლება არღვევს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს. ხუნდაძისთვის მარგველაშვილის განცხადებები მიუღებელია.

„ვფიქრობ, პრეზიდენტის შენიშვნები, იმ კონტექსტში, როგორც მან წარმოადგინა, აბსოლუტურად მიუღებელია. იმ ნაწილში, რომ მიხეილ სააკაშვილი უფრო მეტი დამნაშავეა, ვიდრე დღეს რეალურად არის ბრალი წაყენებული, ამაში ჩემი დამოკიდებულებაც დაახლოებულია კონტექსტთან, მაგრამ, მე ვფიქრობ, პროკურატურამ გასაგები განცხადება გააკეთა, რომ კიდევ რამდენიმე ნაწილში არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ძიება,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

banner
წინა სტატიაშიკლუბ „ბასიანის“ ხმაურიანი საქმე – სასამართლო პროცესზე მისულმა ბრალდებულმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა
შემდეგი სტატიამარგველაშვილი დღეს სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის ნაწილია და ამ ანტისახელმწიფოებრივი დანაშაულის უშუალო მონაწილე – ზაზა ბიბილაშვილი